ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" აუცილებლად იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში იმდენად დიდი ფრაქციით, რომ გავლენა მოახდინოს ყველა პოლიტიკურ პროცესზე , - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა.
"ჩვენ წარვადგინეთ პროგრამის ძირითადი ნაწილი, რომელიც შეეხება სოციალურ დაცვას, იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება. ხვალიდან ჩვენი კამპანია უფრო აქტიური იქნება. ჩვენ ვიქნებით ყველა რაიონში, ყველა ქალაქში და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" თავმჯდომარედ დღეს ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს. დღესვე "გირჩის" ყრილობაზე დელეგატებმა რეგიონებიდან აირჩიეს პარტიის პოლიტსაბჭო, დაამტკიცეს პარტიის წესდება და აირჩიეს სარევიზიო კომისია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.