ოჯახის წევრების განცხადებით, დუბაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონას საქართველოში გადმოსვენების თაობაზე დახმარებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართეს. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, გოგონას ადგილობრივ არაბებთან კამათი მოუვიდა, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა და ტრაგიკულად დასრულდა.
"ვიცი, რომ ავტობუსის გაჩერებასთან ადგილობრივ არაბებთან კამათი მოუვიდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა . გოგონას ასთმა აწუხებდა, სულ წამლით დადიდოა. მას არაბმა ხელი კრა, თავი დაარტყა და ვეღარ ამოისუნთქა. მის მეგობარსაც თავს დაესხნენ. ის სავადმყოფოშია გადაყვანილი და სიცოცხლისთვის იბრძვის. როცა მეგობარმა შემთხვევის დროს მოიკითხა, აღმოჩნდა რომ ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო. მეტი არაფერი არ ვიცით. გადმოსვენებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. გუშინ შევიტანეთ განცხადება და ორშაბათს გვეტყვიან როდის გადმოასვენებენ ცხედარს. ერთი წელია დუბაიში იყო. კლუბში მუშაობდა. ხშირად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს“, -აცხადებს გარდაცვლილის დედა ჟურნალისტებთან საუბარში.
ოჯახის წევრების თქმით, მომხდარის დროს გოგონასთან ერთად მისი მეგობარიც იმყოფებოდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.