7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ეკვადორში, რომელმაც სულ მცირე 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მეზობელმა პერუმ მისი ჩრდილოეთის სანაპიროებზე ცუნამის საფრთხის გამო გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა. მიწისძვრა კოლუმბიაშიც იგრძნობოდა, სადაც ქალაქ სალის კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 6 პროვინციაში, ეროვნული გვარდია კი სრულად არის მობილიზებული.
მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრიც სანაპირო ქალაქ მუისნის სიახლოვეს იყო, გაანადგურა გუაქუილი, დაახლოებით 300 კმ-ის დაცილებით მდებარე ქალაქი. ბიძგებმა ასევე დედაქალაქ ქუიტოშიც შეარყია სახლები და აიძულა ადგილობრივი მცხოვრებნი გაქცეულიყვნენ თავიანთი სახლებიდან.
"ქალაქ პორტოვიეჯოში 16 ადამიანია მკვდარი, 10 მანტაში და ორი პროვინცია გუაიაში," განაცხადა საგანგებო პრეს-კონფერენციაზე ეკვადორის ვიცე-პრეზიდენტმა ჯორჯ გლასმა და დაამატა, რომ მსხვერპლთა რიცხვი კვლავ საჭიროებს დადასტურებას.
მან აღნიშნა, რომ ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაზეა გადასული და პოლიცია და არმია ყველაფერს აკეთებენ მოქალაქეთა სიცოცხლის დასაცავად.
ქუიტოს მცხოვრებმა ზოილა ვილენამ "ასოშეითედ პრესს" უთხრა: "მე პანიკის მდგომარეობაში ვიმყოფები,"
"ჩემი შენობა ძალიან გადაიხარა და საგნები იატაკზე დაცვივდა. ბევრი მეზობელი ყვიროდა და ბავშვები ტიროდნენ," თქვა მან.
დედაქალაქის ნაწილი გარკვეული პერიოდი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

მიწისძვრის ეპიცენტრიდან დაახლოებით 300 კილომეტრში ერთ-ერთი საგზაო ხიდი ჩამოიშალა.
უსაფრთხოების მიზნით, ნავთობის გადამამუშავებელი დიდი ქარხნები დროებით დაიხურა.
ეკვადორი მიწისძვრებისკენ არის მიდრეკილი. ის წყნარი ოკეანის გასწვრივ, სეისმურად ტურბულენტურ ზონაში მდებარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.