ნატო-ს ვარშავის სამიტი 8-9 ივლისს, პოლონეთის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის, ბოგდან სციბუტის განცხადებით, სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების გამო 26 მაისიდან 28 ივლისამდე პერიოდში ვარშავის ეროვნული სტადიონი დაიხურება.
“ჩვენ 80 დღე გვაქვს დარჩენილი იმისათვის, რომ სტადიონი მოვამზადოთ 2500 ვიზიტორის, 1500 ჟურნალისტისა და რამდენიმე ასეული უსაფრთხოების ოფიცრისათვის, რომელიც მაღალი რანგის სტუმრებს ეყოლებათ'', - განაცხადა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.