„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, იქნება თუ არა პარტიის საარჩევნო სიაში სამივე ”რესპუბლიკელი” მინისტრი.
სამნიძის განცხადებით, სიის ფორმირების პროცესი პარტიაში არ დაწყებულა. სამნიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პარტიის ეროვნული კომიტეტი მიიღებს.
„დიდი ალბათობაა იმისა, რომ სიაში სამივე მინისტრი, ან რომელიმე მინისტრი იქნება. გადაწყვეტილება მათთან და პარტიის ეროვნულ კომიტეტთან შეთანხმებით იქნება მიღებული“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
„რესპუბლიკური პარტია“ მთავრობის შემადგენლობაში თინა ხიდაშელის, პაატა ზაქარეიშვილისა და გიგლა აგულაშვილის სახით არის წარმოდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.