განხორციელდა უკანონოდ ხელმოწერილი უკანონო ხელშეკრულების უკანონო რატიფიკაცია, - ასე ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის დუმის მიერ მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების რაფიტიცირებას.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ადგილი აქვს ოკუპაციის გაგრძელებას. „ამ დოკუმენტზე საუბრისთვის დროის ხარჯვა არ მიმაჩნია სწორად, რადგან დიდი ხნის წინ გვქონდა უკვე საუბარი, თუ რამდენად უკანონოა ეს ყველაფერი. ეს მსოფლიოს მიერ დაგმობილია და არარად არის ცნობილი. რაც მოხდა, არის ოკუპაციის გაგრძელების ნაწილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა ზაქარეიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.