ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის 115-ე აუდიტორიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს ხვდება. კვირიკაშვილსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მოისმენს იმ პრობლემებს და მოთხოვნებს, რასაც სტუდენტები აყენებენ და კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
კვირიკაშვილი ჯერ მე-6 კორპუსთან იმყოფებოდა, რომელიც სტუდენტებს აქვთ დაკავებული, შემდეგ კი პირველ კორპუსში გადავიდა. პრემიერი თსუ-ში დაცვის ორი თანამშრომლით და პრესსამსახურის გარეშე, მოულოდნელად მივიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.