პატრიარქი - ადამიანი ცოდვებისგან უნდა აღდგეს და მოიკრიბოს ძალა
17-04-2016, 06:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თანამედროვე ადამიანს ცოდვა არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის, - ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.

 

მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მისმა უწმინდესობამ იქადაგა მარიამ ეგვიპტელის ცხოვრებაზე და აღნიშნა, რომ ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აღდგეს ადამიანი ცოდვებისგან და მოიკრიბოს ძალა, რათა განიკურნოს ვნებებისგან. „როცა ჩვენ ვფიქრობთ დღევანდელ დღეზე, როცა ვფიქრობთ ხალხზე, ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ეცემა ცოდვებში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჟამი მოახლოებული არს ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სულიერად განვწმინდოთ ჩვენი გონება. საოცარი არის ის, რომ ადამიანი ეცემა სულიერად და არ გრძნობს, რომ ის ეცემა. საოცარი არის ის, რომ ცოდვა თანამედროვე ადამიანს არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის“, - აღნიშნა პატრიარქმა.

 

მისივე თქმით, ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ დიდ დღესასწაულს ღირსეულად შევხვდეთ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი