დადასტურებული ინფორმაციით, სულ მცირე 272 ადამიანია გარდაცვლილი ეკვადორში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად.
სტიქიის ზონაში 10 000 ჯარისკაცი და 3 500 პოლიციელია განლაგებული და აქტიურად მიმდინარეობს გადარჩენის ოპერაცია.

ეკვადორში, შაბათს ადრე საღამოს მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები მეზობელ კოლუმბიაშიც იგრძნობოდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, ჩრდილო-დასავლეთის სანაპირო დასახლებებში, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს, მოსალოდნელია რომ გარდაცვლილთა რიცხვმა მოიმატოს. ამ დროისთვის, მსხვერპლის თაობაზე სრული ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არსებობს.

ქვეყნის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ, რომელმაც იტალიაში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში მიფრინავს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოქალაქეებს „სიმშვიდისა და გაერთიანებისაკენ“ მოუწოდა.
მეზობელმა პერუმ მისი ჩრდილოეთის სანაპიროებზე ცუნამის საფრთხის გამო გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა. მიწისძვრა კოლუმბიაშიც იგრძნობოდა, სადაც ქალაქ სალის კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 6 პროვინციაში, ეროვნული გვარდია კი სრულად არის მობილიზებული.
მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრიც სანაპირო ქალაქ მუისნის სიახლოვეს იყო, გაანადგურა გუაქუილი, დაახლოებით 300 კმ-ის დაცილებით მდებარე ქალაქი. ბიძგებმა ასევე დედაქალაქ ქუიტოშიც შეარყია სახლები და აიძულა ადგილობრივი მცხოვრებნი გაქცეულიყვნენ თავიანთი სახლებიდან.
ქუიტოს მცხოვრებმა ზოილა ვილენამ "ასოშეითედ პრესს" უთხრა: "მე პანიკის მდგომარეობაში ვიმყოფები,"
"ჩემი შენობა ძალიან გადაიხარა და საგნები იატაკზე დაცვივდა. ბევრი მეზობელი ყვიროდა და ბავშვები ტიროდნენ," თქვა მან.
დედაქალაქის ნაწილი გარკვეული პერიოდი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.
უსაფრთხოების მიზნით, ნავთობის გადამამუშავებელი დიდი ქარხნები დროებით დაიხურა.

მიწისძვრის ეპიცენტრიდან დაახლოებით 300 კილომეტრში ერთ-ერთი საგზაო ხიდი ჩამოიშალა.
ეკვადორი მიწისძვრებისკენ არის მიდრეკილი. ის წყნარი ოკეანის გასწვრივ, სეისმურად ტურბულენტურ ზონაში მდებარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.