თვითმფრინავს, რომელიც ჰიტროუს აეროპორტს უახლოვდებოდა, გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა უპილოტო თვითმფრინავმა მიაყენა, სანამ ის უსაფრთხოდ დაეშვებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას ლონდონის პოლიციაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
„ბრიტიშ ეარვეისის“ თვითმფრინავს, რომელიც ჟენევიდან მოფრინავდა და რომლის ბორტზეც 132 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა, სავარაუდოდ, უპილოტო თვითმფრინავმა, მაშინ მიაყენა დარტყმა, როცა ის ლონდონის აეროპორტს უახლოვდებოდა.
დაშვების შემდეგ მფრინავმა განაცხადა ობიექტის, როგორც მას სჯერა, უპილოტო თვითმფრინავის შესახებ - რომელიც „ეარბას A320.-ს წინა მხარეს დაეტაკა.
საავიაციო პოლიციამ, რომელიც ჰიტროუს აეროპორტშია ბაზირებული, გამოძიება დაიწყო. პოლიციამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე არავინ დაუპატიმრებიათ.
თუ დადასტურდა, ეს პირველი ამგვარი ინციდენტი იქნება, რომელიც დიდ ბრიტანეთში მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.