მოსალოდნელია, რომ შეერთებულ შტატებში ზიკას ვირუსმა იფეთქოს - აშშ-ს ოფიციოზი
17-04-2016, 15:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსალოდნელია, რომ შეერთებულ შტატებში ზიკას ვირუსმა იფეთქოს და ათეულობით ადამიანზე და შესაძლოა, გაცილებით ბევრზეც იქონიოს გავლენა, განაცხადა ექიმმა ანტონი ფაუსიმ, შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.

 

 

როგორც „როიტერსი“ იუწყება, შეერთებულმა შტატებმა 350-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა იმ ადამიანებზე, რომელთაც ზიკას ვირუსის ინფექცია შეეყარათ, მაგრამ ყველა მათგანი საზღვარგარეთ დაავადდა და ჯერ არ დადასტურებულა ისეთი შემთხვევა, რომ ვინმეს ინფექცია ქვეყნის შიგნით შეჰყროდა. ეს კი მოსალოდნელია, რომ შეიცვალოს, ამბობს ფაუსი.

 

 

„მოსალოდნელია, რომ ჩვენ გვქონდეს შემთხვევები, რასაც ეწოდება ადგილობრივი აფეთქება,“ თქვა მან „ფოქს ნიუსთან“.

 

 

ზიკას აფეთქებას პირველად გასულ წელს ბრაზილიაში ჰქონდა ადგილი და ის ამერიკის გარშემო ვრცელდება. ზიკა, რომელიც კოღოსგან და სექსუალური კონტაქტისაგან ვრცელდება, მშობიარობისას ნაყოფის იშვიათ დეფექტს განაპირობებს. კოღო, რომელიც დაავადების ძირითად გადამტანად ითვლება, ამერიკის შეერთებული შტატების 30 შტატში არის დაფიქსირებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი