ბრაზილიის პარლამენტის ქვედა პალატამ პრეზიდენტ დილმა რუსეფის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უყარა კენჭი. რუსეფს მთავრობის ანგარიშების მანიპულაციაში სდებენ ბრალს.
ქვეყნის დედაქალაქში, კონგრესში გამართული ხანგრძლივი სესიის შემდეგ, როგორც BBC წერს, იმპიჩმენტის მომხრეებმა კომფორტულად მოიპოვეს საჭირო 2/3 უმრავლესობა. წინადადება ახლა გადაიგზავნება ზედა პალატაში, სენატში, რომელიც რუსეფს სავარაუდოდ, შეუჩერებს უფლებამოსილებას იმ დროის განმავლობაში ვიდრე მისი ფორმალური სასამართლო პროცესი გაგრძელდება.
68 წლის პრეზიდენტი უარყოფს დანაშაულის ჩადენას და მის ოპონენტებს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებს. ბრაზილიის მმართველი მუშათა პარტია აცხადებს, რომ "ბრძოლა ახლა სენატში გაგრძელდება".
რუსეფის ოპონენტებმა ქვედა პალატაში - კონგრესში საჭიროზე 25-ით მეტი ხმის - 367 მხარდამჭერის მობილიზება შეძლეს, წინადადების სენატში გასაგზავნად კი 342 ხმა იყო საჭირო. რუსეფის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მოწინააღმდეგე მხოლოდ 167 დეპუტატი აღმოჩნდა, 7-მა თავი შეიკავა, ხოლო 2 სხდომას არ დასწრებია.
თუკი სენატი რუსეფს დამნაშავედ სცნობს, იგი შესაძლოა სამუდამოდ ჩამოსცილდეს პრეზიდენტის პოსტს. მას აქვს შესაძლებლობა, გაასაჩივროს მთელი პროცესი.
ასიათასობით პროტესტანტი ქვეყნის ქალაქებში უზარმაზარ სატელევიზიო ეკრანებზე უყურებდა კენჭისყრის მარათონს - რუსეფის მომხრეებს წითელი ტანსაცმელი ეცვათ, მის მოწინააღმდეგეებს კი ბრაზილიის დროშის ფერების შესაბამისად, მწვანე და ყვითელი ტანსაცმელი. ორივე მხრიდან კი 25 ათასამდე პროსტესტანი იყო შეკრებილი კონგრესის შენობასთან. ისინი 1 კილომეტრის გაყოლებაზე, 2 მეტრის სიმაღლის კედლით იყვნენ ერთმანეთისაგან გაყოფილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.