დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე ერთობლივად ჩამოყალიბდებიან
18-04-2016, 00:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე ერთობლივად ჩამოყალიბდებიან, რადგან ცალ-ცალკე არც ერთს და არც მეორეს საკითხის გადაწყვეტა, მოქმედი კონსტიტუციით, არ შეუძლია, - განაცხადა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ პირადად მას არასდროს ჰქონია მოლოდინი და სურვილი, რომ აქტი გამოცემულიყო რაც შეიძლება ადრე.


”მე მივესალმე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას, არჩევნების დღის რაც შეიძლება ადრე გამოცხადების თაობაზე. მეტიც, მე რამდენიმე ხნით ადრე საჯაროდაც გამოვთქი სურვილი, რომ კარგი იქნებოდა არჩევნების დღე დასახელებულიყო რაც შეიძლება ადრე. ამას ითხოვს ყველა, მათ შორის საერთაშოროსო დამკვირვებლები, რომლებიც ძალიან ბევრ რამეს გეგმავენ. კარგია, რომ არჩევნების დღე გამოცხადდა ადრე - ეს არის 8 ოქტომბერი. რაც შეეხება მის სამართლებრივად გაფორმებას, პირადად მე არასდროს მქონია მოლოდინი და სურვილი, რომ აქტი გამოცემულიყო რაც შეიძლება ადრე. აქტის გამოცემას უკავშირდება ძალიან ბევრი პროცედურები მედიისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, საჯარო სახელისუფლო დაწესებულებებისთვის და ხუთ და შვიდთვიანი საარჩევნო კამპანია და ამ რეჟიმში გადასვლა დემოკრატიის ნიშანი არ არის. დემოკრატიის ნიშანია ყოველდიურად პოლიტიკური თავისუფლებები, თავისუფალი მედია გარემო და თავისუფლება პოლიტიკური ცხოვრებისათვის. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი ამ საკითხზე ერთობლივად ჩამოყალიბდებიან, რადგან ცალ-ცალკე არც ერთს და არც მეორეს საკითხის გადაწყვეტა, მოქმედი კონსტიტუციით, არ შეუძლია. საჭიროა, შეთანხმდნენ. არჩევნების დღე რომ გამოცხადებულია, ეს პოლიტიკურად კარგია. სამართლებრივ საკითხებს პრეზიდენტი და პრემიერი თავად გაუმკლავდებიან ისე, როგორც მაქსიმალურად უკეთესი იქნება ქვეყნისთვის," განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი