აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ჩიკვაიძის განცხადებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მდებარე ენგურის ხიდი დროებით იკეტება.
ჩიკვაიძის ინფორმაციით, მიზეზი რემონტია, რომლის დაწყებაც გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს ხანებში იგეგმება.
„ვიდრე ხიდი არ გაიხსნება, მოქალაქეები წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანისა და საბერიოს დამაკავშირებელი ე.წ. საზღვრით ისარგებლებენ“, - აღნიშნა ჩიკვაიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.