საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე ევროპელ დეპუტატებს 21 აპრილს სიტყვით მიმართავს. არსებული ინფორმაციით, პრემიერი საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ისაუბრებს. სესიაზე კითხვებს ევროკომისის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი უპასუხებს.
”იუნკერის გამოსვლა მნიშვნელოვანია. ჩვენ გვექნება კითხვები, რა თქმა უნდა, თუ მოგვეცა მათი დასმის შესაძლებლობა. ეს არის საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მიცემა. ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტულად არსებობს თუ არა რაიმე სახის ნებისმიერი ტექნიკური შეფერხება, თუმცა რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ასეთი რამ არ არსებობს და გვაინტეერსებს, რა მოლოდინი აქვს მას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით ამ ყველაფერთან დაკავშირებით”, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანმა.
არსებული ინფორმაციით, საუბარი შეეხება ”ისლამურ სახელმწიფოსთან” და ზოგადად ტერორიზმთან ბრძოლას, ასევე მიგრანტთა კრიზისს. ჯერჯერობით უცნობია იმსჯელებენ თუ არა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის და ნადეჟდა სავჩენკოს საკითხზე.
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დღეს იხსნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.