საზოგადოების ნაწილი უკვე აგრესიულადაც არის განწყობილი მარგველაშვილის მიმართ, სწორედ იმიტომ, რომ მან ვერც ერთ პრემიერთან ვერ მოახერხა ურთიერთობის დალაგება - მამუკა არეშიძე
18-04-2016, 03:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"გაუგებრობები პრემიერებს და პრეზიდენტს შორის უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მომაბეზრებელია ეს იწილო-ბიწილო. მგონი, დროა, გიორგი მარგველაშვილი ბევრ რამეზე დაფიქრდეს. შეიძლება პრეზიდენტს სამივე პრემიერთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდეს?! - აღნიშნული განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.


"ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, ვინ არის დამნაშავე, რთულია, მაგრამ ცხადად ვხედავთ, რომ ერთ მხარეს მარგველაშვილია, მეორე მხარეს კი - სამი სხვადასხვა ადამიანი. პრეზიდენტმაც უნდა ეძებოს საკუთარ თავში ნაკლი და დაინახოს, რომ მისი სიჯიუტე დაძაბულ ვითარებას ქმნის, რაც, უპირველესად, ქვეყანას აზარალებს. საზოგადოებას მოჰბეზრდა ეს ყველაფერი. ნაწილი უკვე აგრესიულადაც არის განწყობილი მარგველაშვილის მიმართ, სწორედ იმიტომ, რომ მან ვერც ერთ პრემიერთან ვერ მოახერხა ურთიერთობის დალაგება. თუ დაუშვი შეცდომა, ხომ შეიძლება აღიარო, აღარ გაჯიუტდე და უკან დაიხიო, მით უფრო, რომ ასე ადრე დაწყებულმა წინასაარჩევნო კამპანიამ შეიძლება ქვეყნა მართლაც დააზარალოს. საქმე მხოლოდ ზედმეტად დახარჯული ფინანსები არ არის _ რატომ უნდა იცხოვროს ქვეყანამ ამდენი თვე წინასაარჩევნო დაძაბული რეჟიმით?! ბოლოს და ბოლოს, ნაპოლეონი აღიარებდა შეცდომას! ეს მარტო მარგველაშვილს არ ეხება. არ შეიძლება მუდმივად კონფრონტაციულ რეჟიმს ქმნიდე, მერე კი ისეთ პოზას იღებდე, თითქოს ყველაფერში მართალი ხარ," აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი