შიმშილობას არ შევწყვეტთ მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება - პროტესტის მეშვიდე დღე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
18-04-2016, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროტესტის მეშვიდე დღე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - მოშიმშილე ლექტორები, უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას ითხოვენ.

 


„არანაირი დათმობები მათი მხრიდან არ არის, ჩვენ პროტესტს არ შევწყვეტთ მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება. სხვა ალტერნატივა ჩვენთვის არ არსებობს“ -აცხადებს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, ზაალ მიქაძე „რუსთავი-2“-თან საუბრისას.

 


ლექტორებს სტუდენტთა ერთი ნაწილიც შეუერთდა, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დღეს აქციაა დაგეგმილი.

 


„ვიზიარებთ ჩვენ ლექტორების მოთხოვნებს, რადგან ეს მოთხოვნები სრულიად სამართლიანია. არჩილ ფრანგიშვილმა თავისი თავი მესამედ აირჩია რექტორის პოსტზე, არანაირი სურვილი არ აქვს რომ ეს ადგილი დათმოს, მაგრამ პროგრესი გარდაუვალია, ის აუცილებლად გადადგება“- აცხადებენ სტუდენტები.

 


უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით კი მოთხოვნა, რომელსაც ლექტორთა და სტუდენტთა ერთი ნაწილი აყენებს, არასამართლიანია.

 


„არც ერთ მოთხოვნას არ გააჩნია რეალური სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, არ მოხდება ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება“ - აცხადებს ბექა მაისურაძე.

 


გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკურ უნივერსიტეტის საპროტესტო აქციას, შესაძლოა, „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი