”მე უნდა ვიყო პარლამენტში და ამის სურვილი მაქვს, მიუხედავად იმისა, იგივე სურვილი გააჩნია თუ არა სხვას"- აღნიშნული განცხადბა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრმა, თამაზ მეჭიაურმა გააკეთა.
"ჩემი მიზანი ის არის, რომ პრინციპები გავატარო, რომელიც სწორად მიმაჩნია. ამისთვის ვთვლი, რომ დღესდღეობით ჩემი ყოფნა არის საჭირო. შეიძლება ამბიციური განცხადებაა, მაგრამ ამას ჩემი სინდისიდან გამომდინარე ვაკეთებ. სია არსებობს მაჟორიტარული, დამოუკიდებელი, არის კიდევ სხვა სიები. არის უამრავი არჩევანი, რომელიც ადამიანს თვითონ უნდა ჰქონდეს და უნდა განსაზღვროს ისეთი ადგილი, რომელიც მის პრინციპებს დაუმადლებლად გაატარებინებს.
მე ყველა საშუალებით სიაში ყოფნა არ მხიბლავს. პარლამენტში მრავალი მოხვედრის გზა არსებობს სიის გარეშეც. არანაირი სურვილი მაქვს დასამადლებელი მქონდეს მანდატი როგორც ზოგიერთებს სურთ ხოლმე წარმოაჩინონ, რომ ვიღაცამ გაგიყვანა და ა.შ. მე ჩემითაც გავსულვარ არაერთხელ, ძალიან წყნარად და მშვიდად მომიგია.
არ ვფლობ ინფორმაციას ვინ იქნება სიაში. ინფორმაციას ისევე ვფლობ როგორც თქვენ, კულუარებიდან თუ გავიგებ რამეს. განახლება უნდა იყოს, თუმცა ეს უნდა იყოს არა იმ მასშტაბით, რომ შინაარსი განსაზღვროს და დავარცხნილი ”ნაციონალების” ჩანერგვა არ უნდა მოხდეს”, - აცხადებს მეჭიაური.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.