გედევან ფოფხაძე: პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ”საარჩევნო კოდექსში”, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს
18-04-2016, 04:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ”საარჩევნო კოდექსში”, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გედევან ფოფხაძე.

 

 

„სასურველია, შეთანხმება მოხდეს, ვინაიდან, საბოლოო ჯამში, სამართლებრივი და პოლიტიკური მიზანი არის ის, რომ საარჩევნო სუბიექტებმა და საზოგადოებამ დროზე იცოდნენ არჩევნების თარიღი და წინასაარჩევნო კამპანია არ დაიწყოს იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს როგორც წესი ხდებოდა. 2-თვიანი წინასაარჩვენო კამპანია სრულებით საკმარისია ქვეყნისთვისაც და საარჩევნო სუბიექტებისთვისაც. ამიტომ პოლიტიკური ამოცანა დღეს უნდა იყოს ის, რომ შეთანხმება შედგეს. არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემა მაისში იქნება ძალიან არასასურველი, ვინაიდან ეს არამარტო ფინანსური თვალსაზრისით გვაზარალებს, არამედ ზოგადად, არ არის სწორი, როდესაც იმის მაგივრად, რომ მიმდინარე პრობლემებს წყვეტდეს, ქვეყანა ნახევარი წლის მანძილზე საარჩევნო რეჟიმში ცხოვრობდეს. მე მგონი, ეს არ არის სასურველი და თუ რაიმე სამართლებრივი გზა გამოიძებნება, თუნდაც საკანონმდებლო ცვლილების სახით, ეს აჯობებს, ვიდრე ამ თემაზე მარტო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება/არ მიღება, იმიტომ რომ ერთია პრეზიდენტის სურვილი, მეორე - ამ შემთხვევაში ის საჭიროება, რომელიც საჯარო ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა ფოფხაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი