საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მიგრანტებთან დაკავშირებით საქართველო ვალდებულებას სრულად ასრულებს.
სოზარ სუბარი გამოეხმაურა გერმანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასა და თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში შესაძლოა ახალი პირობები ჩადოს.
„მე არა მგონია, რომ ამ ინფორმაციას რაიმე ლეგალური საფუძველი ჰქონდეს იმიტომ, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების დონეზე და ეს გადაწყვეტილება არის დადებითი საქართველოსთვის. რაც შეეხება მიგრანტებთან დაკაშირებით საქართველოს ვალდებულებას, საქართველო სრულად ასრულებს აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას, რაც კი საერთაშორისო შეთანხმებით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
გერმანული გამოცემა "Die Welt"-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, თურქეთსა და კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ე.წ გადავადების პუნქტი ჩადოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.