„ნუ მოჭრი ბზას“ - საპატრიარქო და გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს ბზა სახლის პირობებში გაახარონ
18-04-2016, 04:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპატრიარქო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ბზა სახლის პირობებში გაახარონ.


საპატრიარქოში დღეს კამპანიის „ნუ მოჭრი ბზას“ ფარგლებში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სხვა პირები მონაწილეობდნენ.


მიტროპოლიტმა თეოდორემ მოსახლოებას ბზობის მოახლოვებული დღესასწაული მიულოცა და მოუწოდა, გაუფრთხილდნენ კოლხურ ბზას, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშეა. მან მიმართა მოსახლეობას, ბზის ნერგები სახლებში გაახარონ და შემდგომ ბზობის დღესასწაულებს სახლში გახარებული ბზის ტოტებით შეხვდნენ.


გიგლა აგულაშვილმა კი პრეს-კონფერენციაზე კოლხური ბზის გადაშენებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საჯარიმო სანქციებზე ისაუბრა.


მინისტრის თქმით, სოკოვანი დაავადებისა და ”ბზის სიდამწვრის” გამო საქართველოში ბზა გადაშენების პირასაა და აქედან გამომდინარე, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.


”საჯარიმო სანქციების ოდენობა, 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1 000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე," აღნიშნა აგულაშვილმა.


გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილ ბზას სთავაზობს, რომელიც ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი