"ეროვნული ფორუმის" ლიდერის, კახა შარტავას განცხადებით, უმრავლესობით გამარჯვება არავის გარანტირებული არა აქვს. შარტავა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს.
"უნდა გამოგიტყდეთ, რომ პოლიტიკური და სახელმწიფო საქმიანობა არასდროს მიზიდავდა. თავის დროზე შექმნილმა ვითარებამ განაპირობა, რომ ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკა არასოდეს გვაინტერესებდა, პროცესებში ჩავერთეთ. როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა, რომ მაინცდამანც ჩემი საჭიროება არ იყო, გავერიდე-გავედი საჯარო პოლიტიკური სივრციდან და პარტიის ყრილობის გადაწყვეტილება რომ არა, არც ვაპირებდი დაბრუნებას. ასეთი რადიკალური ნაბიჟი სწორედ მორალურად არის გამართლებული. რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩენა თანამდებობეზე და ბოლოს წასვლა, გაუგებარი საქციელი იქნებოდა. პარტიის ამოცანაა, შედარებით მშვიდ გარემოში ერთხელ მაინც დამოუკიდებლად გამოცადოს თავისი შესაძლებლობები. არის პოლიტიკური საკითხები, რომლებიც პარტიის წევრებს აწუხებთ და ფიქრობენ, რომ გადასაჭრელია. დღეს ისეთი ვითარებაა, არ არის აუცილებებლი მსხვილი გაერთიანებების შექმნა და პოლიტიკური ველის მონოპოლიზება. სავსებით შესაძლებელია მრავალპარტიული კონკურენციის არსებობა. ნათლად ჩანს, რომ უმრავლესობით გამარჯვება არავის გარანტირებული არ აქვს,“ - აცხადებს კახა შარტავა გამოცემასთან ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.