თამარ სანიკიძე: ტექნიკურ უნივერსიტეტში, დარწმუნებული ვარ, ასეთი ქმედებით ვერ მიაღწევენ ვერანაირ შედეგს
18-04-2016, 05:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე ვფიქრობ, რომ აზრს მოკლებულ განცხადებებს უნდა დავანებოთ თავი“ – ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ვითარებას.

 


სანიკიძის თქმით, საქმე ეხება კერძო დავას და განათლების სამინისტრო არ არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური.

 


„დარწმუნებული ვარ, ასეთი ქმედებით ვერ მიაღწევენ ვერანაირ შედეგს. საქმე არის სასამართლოში, რომელიც ეხება კანონის ინტერპრეტაციას, ვერც უნივერსიტეტის სტუდენტი, ვერც ლექტორი, ვერც ადმინისტრაცია და ვერც განათლების სამინისტრო ვერ გადაწყვეტს იმას, რაც არ არის მისი კომპეტენცია“ - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

 


როგორც ცნობილია, საქმე წასულია სასამართლოში იმის დასადგენად, თუ რამდენად კანონიერად აქვთ ტექნიკური უნივერსიტეტის მენეჯმენტში კონკრეტულ პირებს პოზიციები დაკავებული.

 


უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვნით, მეშვიდე დღეა ლექტორები შიმშილობენ. ლექტორებს უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.

 


ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ მოთხოვნები, რომლებსაც სტუდენტები და ლექტორები აყენებენ, არასამართლიანია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი