სტუ-ს მოშიმშილე ლექტორები უჩა ნანუაშვილმა და შალვა თადუმაძემ მოინახულეს
18-04-2016, 06:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან, ლექტორები, რომლებიც შიმშილობენ, სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა და მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ მოინახულეს.

 


„ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის შესწავლა და საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ეცოდინება შედეგები. საქმე ეხება იმას, თუ რამდენად სამართლიანად დაინიშნა რექტორის პოსტზე არჩილ ფრანგიშვილი“ - აღნიშნა ომბუდსმენმა.

 


შალვა თადუმაძის განცხადებით კი მოთხოვნა რომელიც აქვთ ლექტორებსა და სტუდენტებს, პრემიერის კომპეტენციაში არ შედის.

 


„კანონიდან გამომდინარე, ყველა მხარე უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას“ - აღნიშნა თადუმაძემ.

 


ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორთა ერთი ნაწილი მეშვიდე დღეა შიმშილობს. ერთ-ერთმა ლექტორმა დღეს მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, შედეგად, შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის ჩარევა გახდა საჭირო.

 


როგორც ლექტორები აცხადებენ, ისინი პროტესტს იმ შემთხვევაში შეწყვეტენ, თუ არჩილ ფრანგიშვილი გადადგება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი