პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის მოტივირებული შენიშვნები უკვე გადაეგზავნა
18-04-2016, 06:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრის მოტივირებული შენიშვნები არჩევნების თარიღის შესახებ გამოცემულ განკარგულებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის მოტივირებული შენიშვნების შინაარსს ჯერჯერობით არც მთავრობის და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ახმაურებენ.

 

 

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, 6 აპრილს კი ის კონტრასიგნაციისთვის მთავრობას გადაუგზავნა. 14 აპრილს პრემიერმა აღნიშნული სამართლებრივი აქტის ხელმოწერით დადასტურებაზე უარი თქვა და გიორგი მარგველაშვილს თხოვნით მიმართა, არჩევნების თარიღთან დაკავშირებული ახალი განკარგულება 8 ივლისს გამოეცა.

 

 

პრემიერის თხოვნას იმავე დღეს გამოეხმაურა პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის დაარწმუნეს, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყება არჩევნებამდე 60 დღეზე ადრე, ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა, თუმცა ”ასე არ აღმოჩნდა”. ამის შემდეგ პრეზიდენტმა დაანონსა, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას არა ივლისში, არამედ მაისის დასაწყისში გამოსცემს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი