ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია მიმდინარეობს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ გადაცემული 2010 ძირი არყის ხის, 400 ძირი ფიჭვისა და 50 ნაძვის ხის დარგვის პროცესში ნინოწმინდის გამგებელი გაგიკ კარსლიანი, მისი მოადგილეები და გამგეობის ყველა თანამშრომელი იყო ჩართული.
როგორც guardian.ge-ს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, აღნიშნული ნარგავების დიდი ნაწილი ხანჩალისთან მდებარე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო. ასევე, მიმდინარეობს ქალაქის გაზონებისა და ჰაოს-ქართლოსის პარკის მოწესრიგება.
აღსანიშნავია, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძესა და პარლამენტის წევრი ჰენზელ მკოიანის ინიციატივით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ნარგავების 1700 ძირი ზამთრის პერიოდში გადასცა.
ნინოწმინდის გამგეობაში აცხადებენ, რომ შესაძლოა ნარგავების ნაწილი სოფლებსაც გადაეცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.