ჩვენ პრაგმატულები უნდა ვიყოთ - ევროპულ დემოკრატიაში არ არსებობს სამ თვეზე მეტი წინასაარჩევნო პერიოდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
„ერთადერთი, რამდენადაც მახსოვს, ბელგიაშია სამი თვე წინასაარჩევნო პერიოდი და გაცილებით უფრო ნაკლები - სხვა ევროპულ ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდის დაწყება 5-6 თვით ადრე დამაზიანებელია როგორც ბიუჯეტის, ასევე, ორგანიზაციული თვალსაზრისით. რაც შეეხება პრეზიდენტის და პრემიერის შეთანხმებას ამ თემაზე, ვფიქრობ, იგი უნდა შედგეს ისე, როგორც საზოგადოებას საჭირდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.