”რესპუბლიკური პარტიის” სენაკის ადგილობრივი ორგანიზაცია 25-მდე წევრმა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ადასტურებს.
სამნიძის განცხადებით, სენაკში პარტიას საკმაოდ დიდი, ძლიერი ადგილობრივი ორგანიზაცია აქვს, სადაც 150-მდე წევრია. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებმაც პარტია დატოვეს მისივე ინფორმაციით, ისინი ორგანიზებულად არ წასულან და უმეტესობა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირია.
”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის ინფორმაციით, პარტიიდან წასვლის პარალელურად ბოლო პერიოდში, მათ რიგებში ბევრი ადამიანი გაწევრიანდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.