ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შიდა შესარჩევი ტურნირის ფარგლებში მხიარული სტარტების საფინალო შეხვედრა გაიმართა.
მხიარული სტარტები 16 აპრილს დაიწყო და 8 საჯარო სკოლის გუნდიდან 4 გუნდი შეირჩა. ფინალურ შეხვედრაზე გამარჯვება ქობულეთის N2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომელთაც ორგანიზატორებისაგან სიგელები და მედლები გადაეცათ საჩუქრად.
ტურნირის შედეგად გამარჯვებული გუნდები 2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადიის ზონალურ თამაში მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრება საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალაგზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ქობულეთის მუნციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შიდა შესარჩევი ტურნირი 5 მარტიდან დაიწყო და სპორტის სხვადასხვა სასახეობაში - ფრენბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მინი ფეხბურთში, ხელბურთსა და გეზრბენში ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.