საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აზერბაიჯანში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მონაწილეობდნენ, გამოეხმაურა. კალაძის განცხადებით, ირმა ნადირაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს აზერბაიჯანიდან ნამდვილად გადმოჰქონდათ შავი ფული, თუმცა, მისივე განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს თემა მიჩუმათდა.
"ჩვენ რეალური ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას, ნადირაშვილი 4 საათის განმავლობაში მართლაც იყო დაკავებული, მას და ბატონ ჯაფარიძეს მოჰქონდათ შავი ფული, ნადირაშვილს 350 ათასი ედო ჩანთაში.
ეს ყველაფერი მიჩუმათდა, რადგან აქ იყო სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების თემა, ჩვენც არ მივყევით ბოლომდე, გარკვეული მნიშვნელოვანი თემების გამო", – განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემაში "პოლიტიკის დრო".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.