„დაბა ასპინძაში, მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ორი საბავშვო ბაღი გარემონტდა“ - განუცხადა guardian.ge-ს ა(ა)იპი ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ნანა ტივაძემ.
ტივაძის ცნობით, სამუშაოებზე ჯამში 900 000 ლარი დაიხარჯა, აქედან 135 000 ლარი ადგილობრივმა ბიუჯეტმა დაფარა.
„ორი ბაღი გაგვირემონტეს, ნომერ მე-2 ბაღში სასწავლო პროცესი უკვე განახლებულია, ხოლო ნომერ პირველ ბაგა-ბაღში სამუშაოები აპრილის ბოლოსთვის დასრულდება. ორივე საბავშვო ბაღის შენობას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა - გვაქვს გათბობა, მოხდა წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია, ყველაფერი ევროსტანდარტების ფარგლებში გაკეთდა.
გვაქვს ასევე ახალი ინვენტარი, რომელიც ჩვენივე ფინანსებით შევიძინეთ. რემონტთან დაკავშირებით, პირველი ივნისიდან შევაჩერეთ მუშაობა და აქედან დაზოგილი თანხით მოხდა საჭირო ნივთების შეძენა.
ორივე ბაგა-ბაღში ერთად, 262 ბავშვი სწავლობს და ამჟამად ყველა მათგანი დროებით, სკოლამდელი აღზრდის მე-2 დაწესებულებაში ირიცხება. აპრილის ბოლოდან კი, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, კვლავ მოხდება მოზარდების გადანაწილება და ისინი ახალ გარემოსა და საუკეთესო პირობებში განაგრძობენ სწავლას.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ პერსონალი შექმნილი პირობებით აღფრთოვანებულია, კმაყოფილები არიან ბავშვებიც და მშობლებიც," აღნიშნა guardian.ge-სთან საუბრისას ნანა ტივაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.