დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
18-04-2016, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და სადგურ მოლითთან ახლოს მდებარე სარკინიგზო გვირაბში ძირითადი გათხრითი სამუშაოების დასრულებას დაესწრო.

 

 

ვიცე-პრემიერს მეგზურობას უწევდა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე. „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს მშენებლობის მიმდინარეობა გააცნო.

 


დიმიტრი ქუმსიშვილმა შესრულებული სამუშაოებისთვის სს „საქართველოს რკინიგზასა“ და მის ქვეკონტრაქტორ კომპანიას მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, აღნიშნული 1115-მეტრიანი გვირაბის მშენებლობისთვის 12 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და დასაქმებული იყო 300-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელი.

 


ვიცე-პრემიერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება, საწყის ეტაპზე, რკინიგზის გამტარუნარიანობა 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება, საბოლოო ჯამში კი, საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარინარიანობა 100 მილიონ ტონას მიაღწევს. მისი თქმით, ყოველივე ეს საქართველოს მთლიანი სატრანზიტო პოტენციალის შემავსებელი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თანმდევი ინფრასტრუქტურაა. „ყველა იმ მიმართულებით, სადაც გვაქვს ტრანზიტის გაზრდის შესაძლებლობა, უნდა მოხდეს ინვესტიციის განხორციელება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი სს „საქართველოს რკინიგზას“ 260 მილიონი შვეიცარიული ფრანკი დაუჯდება, რომელსაც ევრობონდებიდან მოზიდული სახსრებითა და საკუთარი შემოსავლებით დაფარავს.
სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამჟამად მიმდინარე მოდერნიზაციის სამუშაოები მნიშვნელოვნად გაზრდის ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე გამტარუნარიანობას. მისი თქმით, პროექტი 2019 წელს უნდა დასრულდეს, რაც პირდაპირ უკავშირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას. მამუკა ბახტაძის განცხადებით, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის ხანგრძლივობას თბილისიდან საქართველოს შავიზღვისპირეთთან - მაგალითად, ბათუმში ჩასვლის დრო 1 საათით შემცირდება.

 


ინფორმაციისთვის:
სს ”საქართველოს რკინიგზა” ინჟინერ კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის ყვითელი წიგნით (FIDIC Yellow Book) დადგენილი ფორმისა და წესების შესაბამისად ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” 2011 წლის, 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია - ILF-ისა და DB International-ის კონსორციუმი. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2019 წლის ბოლოს.

 


მოდერნიზაციის პროექტის მიზანია:
მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გამტარუნარიანობის გაზრდა; მგზავრობის დროის შემცირება; მაგისტრალის საოპერაციო პირობების გაუმჯობესება.

 


აღნიშნული მიზნების მისაღწევად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, რომელთაგანაც ამჟამად უკვე დასრულებულია 3 გვირაბის მშენებლობა, ჯამური სიგრძით 2 095 მეტრი. ამჟამად დასასრულს უახლოვდება სოფელ ბეჟათუბნის მიმდებარედ განთავსებული №8 სარკინიგზო გვირაბი, რომლის სიგრძეც შეადგენს 1125 მეტრს. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელ ორლიანდაგიან სარკინიგზო გვირაბზე, რომლის საპროექტო სიგრძეც შეადგენს 8350 მეტრს. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია სოფელ ძირულასთან მიმდებარედ არსებული №11 (875მ) და სოფელ ანიულასთან მიმდებარედ არსებული №7 (2190მ) გვირაბებზე სამშენებლო სამუშოების დაწყება.

 


აღსანიშნავია, რომ მოდერნიზაციის პროექტში ცვლილების შეტანამდე სამშენებლო სამუშოების წარმოება დაგეგმილი იყო ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო გადასარბენზე, თუმცა დეტალური პროექტირების სტადიაზე მშენებელი, ზედამხედველი და სხვა მოწვეული კომპანიების მიერ მოლითი-ხარაგაულის მონაკვეთზე გამოვლენილ იქნა იმგვარი პრობლემური ადგილები, რომ პროექტის განხორციელება შეუძლებელი ხდებოდა. კერძოდ იგეგმებოდა:

 


 შენობებისა და არსებული ადგილობრივი გზების დანგრევა ისე, რომ არ იყო მისი აღდგენა გათვალისწინებული; მდინარეების არსებული კალაპოტების დაკავება შესაბამისი საინჟინრო ჰიდროლოგიური ნაგებობების გარეშე;  დაახლოებით 55 - 95 მ სიღრმის ჭრილების მოწყობა; დაახლოებით 40-45 მ სიმაღლის ყრილების მოწყობა;

 


გარდა ამისა ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პირველადი პროექტით მცირდებოდა საუღელტეხილო მონაკვეთის გამტარუნარიანობა - 14.4 მილიონ ტონამდე წელიწადში მაშინ, როდესაც რკინიგზის ამჟამინდელი გამტარუნარიანობა შეადგენს 27 მილიონ ტონას წელიწადში.

 


საბოლოოდ, მშენებლობის ზედამხედველისა და რკინიგზის შესაბამისი დარგის ექსპერტების მონაწილეობით, სს „საქართველოს რკინიგზის“ საკონსულტაციო საბჭოსთან შეთანხმებით, შემუშავებულ იქნა მოდერნიზაციის პროექტის ცვლილების კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო მონაკვეთისათვის განკუთვნილი სამშენებლო სამუშაოების გაუქმების ხარჯზე, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი მეორე საოპერაციო გვირაბის (8350 მ) მშენებლობას და ე.წ. მარყუჟის მონაკვეთისა (სოფ. ბეჟათუბანი) და სადგურ მოლითის იმგვარ რეკონსტრუქციას, რომელიც უზრუნველყოფს ახალაშენებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაერთებას სადგურ მოლითში.

 

 

აღსანიშნავია, რომ პროექტში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, საუღელტახილო მონაკვეთზე სარკინიგზო გამტარუნარიანობა იზრდება 48 მილიონ ტონამდე ხოლო სრული ავტობლოკირების სისტემის დანერგვის შემთხვევაში კი მიაღწევს 100 მილიონ ტონას წელიწადში.

 


საგულისხმოა, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს 2015 წლის 13 ივნისის №8 და საქართველოს მთავრობის 2015 წლის, 3 ივლისს სხდომებზე, რის შემდეგაც გამოიცა №1404 განკარგულება „თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ.

 

 

კომენტარები: 1
#1   Garnet
      
Ja, es ist lizenziert, besteht seit 2021 und handelt im Einklang
mit allen Gesetzen der Bundesrepublik Deutschland.
Obwohl ich noch nicht alle Spiele kennenlernen konnte, habe ich schon meine Lieblingsslots, die mir
am meisten Kohle bringen. Bei CrazyBuzzer handelt
es sich um ein in Deutschland lizenziertes Online Casino.
Dieser Entwicklung trägt CrazyBuzzer Rechnung und bietet mehrere Versionen seiner Spielumgebung an. Somit bietet Ihnen CrazyBuzzer die höchste Flexibilität.

Vertreten sind im Crazybuzzer Casino erfahrene Provider wie Pragmatic
Play, Reel Time Gaming und Merkur. Bei Crazybuzzer werden Auszahlungen laut unseren Erfahrungen schnell und zuverlässig bearbeitet.
Bei Crazybuzzer sind Einzahlungen schon ab 1 Euro möglich.

Die vorliegenden Crazybuzzer Erfahrungen zeigen, dass ein Spielerkonto hier innerhalb
von wenigen Minuten erstellt und aktiviert werden kann.

Crazybuzzer Casino ist besonders bekannt für die Unterstützung von Kryptowährungen wie Bitcoin, Ethereum und Litecoin.
Im Angebot stehen Spielautomaten, Roulette, Blackjack, Baccarat, Poker sowie viele Live-Casino-Spiele
von bekannten Softwareanbietern. Crazybuzzer Casino verfügt über eine gültige Glücksspiel-Lizenz und erfüllt die internationalen Standards für Fairness, Spielerschutz und verantwortungsbewusstes Spielen. Crazybuzzer Casino – wo jeder Spin zählt und der
Nervenkitzel niemals endet. Crazybuzzer Casino vereint alles, was deutsche Spieler lieben – große Auswahl,
faire Bedingungen, schnelle Auszahlungen und echtes Adrenalin.

References:
https://online-spielhallen.de/n1bet-casino-cashback-verstehen/
20 დეკემბერი 2025 22:26
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი