საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი 21 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა. გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგს 19-21 აპრილს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან. გიორგი კვირიკაშვილს ასევე ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი უმასპინძლებს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლამდე, გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მხარეების ერთობლივი პრესკონფერენცია.
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იმყოფებიან, სტრასბურგს 21 აპრილს დატოვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.