სენაკში სრული ციკლის, თანამედროვე, „ევრო 4“ სტანდარტის შესაბამისი ცემენტის მწარმოებელი ქარხანა აშენდება – პროექტის დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის შეხვედრაზე განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი ჩინურ კომპანიასთან ერთად ხორციელდება და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარია. მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყება და მასზე 500 ადამიანი დასაქმდება. ცეზარ ჩოჩელის განმარტებით, ამავე რაოდენობის მუშახელი დასაქმდება ქარხანაში მისი ამოქმედების შემდეგ. სენაკში წარმოებული ცემენტი ორიენტირებული იქნება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტოდ.
პრემიერთან შეხვედრაზე ცეზარ ჩოჩელმა სხვა საინვესტიციო გეგმებზეც ისაუბრა. ბიზნესმენი ახლო მომავალში აპირებს ეთერზეთების გადამამუშავებელი და ექსტრაქტების დამამზადებელი ქარხნების მშენებლობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სახელით, ბიზნესმენს მხარდაჭერა აღუთქვა აღნიშნული პროექტების განხორციელებაში და ხაზი გაუსვა ინვესტიციების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.