ეკვადორში მძლავრი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა
18-04-2016, 10:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკვადორში მძლავრი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა, განაცხადა ქვეყნის მთავრობამ. ნანგრევებში მოყოლილთა გადარჩენის ოპერაციაში მაშველები და ოჯახის წევრები ხშირად შიშველი ხელებით არიან ჩართულნი და გადარჩენის ოპერაციისას არაერთი სასოწარკვეთილი მდგომარეობა იქმნება.  


7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო დაზიანება. ცოტა ხნის წინათ ქვეყნის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ განაცხადა, რომ გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა მოსალოდნელია და დანგრეული შენობების ნამსხვრევებში ჯერ კიდევ არიან ცოცხალი ადამიანები.


იტალიაში ხანმოკლე ვიზიტის შეწყვეტისა და სამშობლოში დაბრუნებისთანავე პრეზიდენტი კორეა უბედურების ზონას ესტუმრა და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი