ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, კობა ბექაურს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ კომპრომატის მოსაპოვებლად ვიდეოკამერა გიგი უგულავამ დაუმაგრა.
აღნიშნული განცხადება კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა პოლიტიკის დროში" გააკეთა. "გიგი უგულავა თითქოს გაკვირვებული იყო ბექაურთან დაკავშირებით… თქვენ ჰკითხეთ ბექაურს, როცა მიდიოდა ბატონ რამიშვილთან მოლაპარაკებაზე… ეს იყო სწორედ გიგი უგულავა, მან დაუმაგრა კამერა, რა დროსაც ის დააკავეს", – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ სითი პარკთან დაკავშირებით, გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენება კობა ბექაურმა მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.