ზურაბ აბაშიძე: ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ რუსეთის მხრიდან განსაკუთრებულ ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია
01-07-2014, 22:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რუსეთის მხრიდან განსაკუთრებულ ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია.

  


როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რუსეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი გარკვეულწილად, დადებითი გზავნილია.

 

 

"ჩვენ ჯერ კიდევ აპრილში ვამბობდით, რომ განსაკუთრებულ ხელის შეშლას რუსეთის მხრიდან არ ველოდით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე. მართლაც ასე მოხდა და განსაკუთრებული ხელის შეშლა მათი მხრიდან არ ყოფილა. საქართველოში ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ ეს ასე მოხდა. რუსეთის მხრიდან ეს გარკვეულწილად დადებითი გზავნილია და საფუძველია იმისთვის, რომ ასევე გავაგრძელოთ შემდგომი ეტაპი" - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

 

მისივე თქმით, სავაჭრო ურთიერთობებში ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ხედავს და არც მოლოდინი აქვს, რომ ურთიერთობების გაუარესების მხრივ, განსაკუთრებულად ტრაგიკული რამ მოხდება.

 

 

"რუსეთი და საქართველოც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია. არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, თამაშის წესები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით, ამ თამაშის წესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ" - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

 

 

ამასთან, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსულ-ქართულ სავაჭრო ურთიერთობების მოლაპარაკებებში ევროკავშირის ჩართულობის საჭიროებას ვერ ხედავს.

 

 

"მათი მხრიდან ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა, რომ რუსეთთან საექსპერტო შეხვედრა ჩატარდეს. იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს რაიმე განსაკუთრებული გართულება არ მოჰყვება. ჩვენი საგარეო პოლიტიკის დამსახურებაა, რომ მოვახერხეთ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაც და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნებაც" - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ და დასძინა, რომ მსგავს ფორმატში შეხვედრები შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს 9 ივლისს პრაღაში შეხვდება. ორი დღით ადრე კი, ასოცირების ხელშეკრულების გარშემო საინფორმაციო-საექსპერტო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ქართულ-რუსული სავაჭრო ურთიერთობები განიხილება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი