საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა 20 აპრილს ოფიციალურ ვიზიტად საფრანგეთს ეწვევიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად პარიზში, ინვალიდების ისტორიულ სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები შედგება ასევე, საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე ჟერარდ ლარშერთან, „იუნესკოს“ გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან, გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში IFRI საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება და შეკითხვებს უპასუხებს.
”ვიზიტის მიზანი საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაა”, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მათივე განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან ერთად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენას დაათვალიერებს, სახელმწიფოს მეთაური და პირველი ლედი ლევილის ქართულ მამულსაც ეწვევიან და მამულიშვილთა საფლავებს ყვავილებით შეამკობენ, გიორგი მარგველაშვილი ლევილის მამულში საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებსაც შეხვდება და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განახლებულ ბიბლიოთეკასაც მოინახულებს.
საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებასაც დაესწრება და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთს დელეგაციასთან ერთად ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი, საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 23 აპრილს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.