ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაქარია ენდელაძესთან ერთად სოფელ ენთელსა და დაბა ადიგენში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც guardian.ge-ს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, სოფლების ენთელი-ფხერო-შოყა-ოქროს ციხეს მიმართულებით გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი 3.2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, წყალგამტარი მილებითა და რკინა-ბეტონის ღარებით. აღნიშნულ სოფლებში ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, ათეულობით წლების განმავლობაში აქაურებს გრუნტის გზით სარგებლობა უწევდათ. პროექტი, რომელიც სამ ეტაპად ხორციელდება, გასულ წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით წელს მიმდინარე სამუშაოებს 658 ათასი ლარი მოხმარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია დაბა ადიგენშიც, სადაც თამარ მეფის, ჩადუნელისა და ბალახაშვილის ქუჩების მოსაწესრიგებლად 533 191 ლარი დაიხარჯება. ჯამში ასფალტ-ბეტონის საფარი 3 კილომეტრი სიგრძის გზაზე დაიგება.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, საავტომობილო გზის 2, 1 კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდება ასევე სოფლების - დიდი ზანავი, პატარა ზანავი, ჭულეს მიმართულებით, ხოლო 5-კილომეტრიანი წყალსადენი მაგისტრალი მოეწყობა სოფლების - ჩორჩანის, დიდი და პატარა სმადის მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგების მიზნით.
2016 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების მოსაწესრიგებლად 4 მასშტაბური პროექტია დაგეგმილი, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 1 906 691 ლარია გათვალისწინებული.
გარდა ამისა აქტიურად მიმდინარეობს დაბა ადიგენიდან სოფელ მოხეს მიმართულებით 12 კილომეტრიანი გზის მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში იგება ასფალტის საფარი, ეწყობა გაბიონები, მილხიდები და უსაფრთხოების ბარიერები. ამასთან ერთად დასახლებულ პუნქტებში თანამედროვე სტანდარტების მოსაცდელები შენდება. აღნიშნული პროექტი 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.