„თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ არ უნდა მოვითხოვოთ MAP-ი - ეს ძალიან ორაზროვანი განცხადება იყო“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა თინა ხიდაშელის განცხადებას.
„არ ვიცი რა კონტექსტში იყო ეს განცხადება გაკეთებული. მე მაქვს ჩემი სუბიექტური მოსაზრება და პოლიტიკური შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა სამიტზე და სამიტებს შორის უნდა ვითხოვდეთ ნატო-ში წევრობას. ერთია მოვითხოვოთ წევრობა და მეორე ვაკეთოთ ნატო-ში წევრობა, რაშიც ვგულისხმობ, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში“ - აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ "რუსთავი-2"-თან საუბრისას.
თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის, საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანებისთვის და გაწევრიანების გზაზე MAP-ი არ არის ამოცანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.