ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 327-მდე გაიზარდა, ასევე 7 დაღუპულის შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია. სააგენტო AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დანაღმული ავტომობილის აფეთქების შემდეგ ქაბულის ცენტრში ინტენსიური სროლა მოხდა.
პასუხისმგებლობა ტერაქტისთვის მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. თალიბების წარმომადგენელთა ინფორმაციით, “ბოევიკებმა” ავღანეთის უშიშროების ეროვნული სამმართველოს შენობაში შესვლა შეძლეს.
BBC -ს ინფორმაციით, აფეთქება პრეზიდენტის სასახლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.