მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და გამგებლის მოადგილემ დავით სილაგავამ ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერეს და მოსახლეობას გაესაუბრნენ.
მარტვილის გამგებელმა აღნიშნა, რომ მთავრობის განკარგულების საფუძველზე მარტვილის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 761 616 ლარი გამოეყო. გრიგალავას თქმით, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის აღდგენა ხარისხიანად ხორციელდება.
,,მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ვცდილობთ, რასაც ვაკეთებთ მოსახლეობასთან შეთანხმებით, ხარისხიანად გავაკეთოთ. წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე მარტვილის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 761 616 ლარი გამოეყო.
სოფელ ნახუნაოსათვის გაიხარჯა 74 724 ლარი. ამ კუთხით გამოყოფილი თანხით განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები: დამეწყრილი გზის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოეწყო გაბიონები, აშენდა რამდენიმე ხიდი, თუმცა, ამ სოფელზე ზრუნვა ამით არ შემოიფარგლება. სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება და მთელი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გაგრძელდება," აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.