სარკოზის ბრალი კორუფციაში, პირადი მიზნებისთვის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და პროფესიული საიდუმლოს დარღვევის ფაქტის დამალვაში წაუყენეს
02-07-2014, 02:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის ოფიციალურად წაუყენეს ბრალი კორუფციაში, პირადი მიზნებისთვის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და პროფესიული საიდუმლოს დარღვევის ფაქტის დამალვაში. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

 

 

სარკოზის გარდა, ბრალი ასევე წაუყენეს სარკოზის პირად ადვოკატს ტიერი ერცოგს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჟერარ აზიბერს.

 


საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი გუშინ ნანტერის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის მიზნით დაახლოებით 15 საათის განმავლობაში იყო დაკავებული.

 

 

გამოძიება მიიჩნევს, რომ სარკოზი, საკასაციო (უზენაესი) სასამართლოში მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების თაობაზე, თავისი ადვოკატის ტიერი ერცოგის მეშვეობით ცდილობდა საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას. გამოძიების თანახმად, თავის მხრივ, სარკოზი საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ მოსამართლე აზიბერს მონაკოში პრესტიჟულ თანამდებობას შეპირდა. კერძოდ, გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ სახელმწიფოს ყოფილ ლიდერს შეეძლო უკანონოდ მიეღო ინფორმაცია მისი მობილური ტელეფონის მოსმენის თაობაზე.

 

 

ამასთან, გამოძიების ვარაუდით, 2007 წლის სარკოზის წინასაარჩევო კამპანიას ლიბიის ყოფილი დიქტატორი მოამარ კადაფი აფინანსებდა. 2012 წლის დეკემბერში ფრანგმა ბიზნესმენმა ზაიდ ტაკიემენმა განაცხადა, რომ ლიბიის ხელისუფლების მიერ სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მტკიცებულებები აქვს. მოგვიანებით, ფრანგულმა ონლაინ გამოცემამ გამოაქვეყნა დოკუმენტები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ლიბიის ყოფილმა ლიდერმა 50 მილიონი ევრო გადარიცხა სარკოზის საარჩევნო შტაბში.

 


59 წლის ნიკოლა სარკოზიმ ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა კენჭისყრას.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი