ნუკრი ქანთარია: პრემიერს და პრეზიდენტს კომუნიკაცია არ უჭირს და ვფიქრობ, რომ საკითხი ძალიან მალე მოგვარდება
19-04-2016, 04:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მე იმედი მაქვს, რომ ეს ის თემა არ არის, რაზეც შეთანხმება ვერ მოხდება - პრემიერს და პრეზიდენტს კომუნიკაცია არ უჭირს და ვფიქრობ, რომ საკითხი ძალიან მალე მოგვარდება” - განაცხადა დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ.

 


ქანთარიას ინფორმაციით, არჩევნების დღის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულების ამოქმედებისა და წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადების კუთხით, მმართველი გუნდში რაიმე ტიპის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საკითხი არ განიხილება.

 


“საერთოდ მგონია, რომ აურზაური არაფრის, ელემენტარული გაუგებრობის გამო შეიქმნა. ყველამ ვიცით, რომ არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. იყო ნიუანსი, რომელმაც გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია" - აღნიშნა ქანთარიამ.

 


დეპუტატის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიისთვის სამი თვე ნორმალური და საკმარისი პერიოდია, ხოლო კამპანიის დაწყება არჩევნებამდე სამ თვეზე მეტი ხნით, გადაღლის არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს.

 


“ეს ყველასთვის საზარალო იქნება, ვინც ამ სივრცეში მონაწილეობს და უკუშედეგებს გამოიწვევს. ჩვენ გვინდა არჩევნებზე ამომრჩეველი მოვიდეს და ამის 5-6 თვის განმავლობაში ჩიჩინი, პირიქით გამაღიზიანებელი იქნება. ამიტომ წინასაარჩევნოდ ნორმალური, ზომიერი ვადა უნდა ავიღოთ”- აცხადებს ქანთარია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი