ამ ეტაპზე ჩვენ ვართ ფონდი და სხვა არანაირი გადაწყვეტილება არ განიხილება, – აღნიშნული განცხადება "პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის“ შიდა პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა ხათუნა ლაგაზიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
შეკითხვეზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მომავალი არჩევნებისთვის ორგანიზაცია დარეგისტრირდეს, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, ლაგაზიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ეს არ იგეგმება.
„ჩვენი სტატუსი ზუსტად განსაზღვრულია. ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია – ფონდი. კითხვები ჩნდება, რატომ ვხვდებით ასე ხშირად მოსახლეობას. პასუხი მარტივია, ჩვენი მიზანია საქართველოს განვითარების ახალი ხედვის და კონცეფციების დადება. თბილისიდან და კაბინეტებიდან ხდებოდა ე.წ. ელიტარული ხედვის შემუშავება იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს უკეთესად ახმეტელმა გლეხმა კახეთში, ან კიდევ ჩხოროწყუელმა გლეხმა სამეგრელოში. ჩვენ განსხვავებული მიდგომა ავირჩიეთ – ჩავიდეთ ადგილზე და იქ გავეცნოთ პრობლემებს. მათგანვე მოვისმინოთ ამ პრობლების გადაჭრის პრიორიტეტები და გზები. ჩვენი გახშირებული ვიზიტებიც ამით იხსნება. ამ ეტაპზე ჩვენ ვართ ფონდი და სხვა არანაირი გადაწყვეტილება არ განიხილება. თუ რაიმე ცვლილება იქნება, პირველი თქვენ გაიგებთ. ეს არ იქნება ის ცვლილება, რომლის დამალვაც სასურველი ან შესაძლებელი იქნება," განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.