ხანძარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვაში - ტყესთან ახლოს გაჩენილმა ცეცხლმა, დაახლოებით, 100 ჰექტარი ფართობის დაზიანება გამოიწვია. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.
როგორც guardian.ge-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა განუცხადა, ცეცხლი თავდაპირველად სოფელ არაგვაში, ტყესთან ახლოს, მინდორში გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზებას სამაშველო სამსახურებთან ერთად, საკუთარი ძალებით, 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები ცდილობდა.
გამოძახებიდან 10 წუთში ადგილზე მობილიზებული იყო ახალქალაქის სახანძრო-სამაშველო ბრიგადის თანამშრომლები. ხანძრის სიძლიერიდან გამომდინარე, ნინოწმინდის, ასპინძისა და ახალციხის სახანძრო სამსახურების დახმარებაც გახდა საჭირო.
„საბედნიეროდ, არც ერთი საცხოვრებელი სახლი არ დაზიანებულა. ყველანაირად ვეცადეთ, რომ ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოგვეხდინა და არ გავრცელებულიყო ცეცხლი ტყის ფართო მასებზე," აღნიშნა ედუარდ აღასარიანმა.
ჯერჯერობით დაუდგენელია ხანძრის გაჩენის მიზეზი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.