თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც პროცესის დაწყებამდე გიგი უგულავამ განაცხადა, ის ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებდა, რადგან ამით ხელისუფლებას ბედნიერებას არ მიანიჭებდა.
"მე ოთხი ბრალი მაქვს წაყენებული და ეს ბუნებრივია, თავიდანვე ვიცოდი და გადახარშული მქონდა. ამიტომ, ამით თავს დიდად შეურაცხყოფილად არ ვთვლი და თამაშის ნაწილად მიმაჩნია, მაგრამ გუშინ ამ შოთაძე-შარიკოვის გამოსვლის შემდეგ, ნამდვილად შეურაცხყოფილი ვარ. ამ ერთუჯრედიან არსებას თუ ჰგონია, რომ ვინმეს ხელისუფლებაში - ღარიბაშვილს ან ივანიშვილს იმ ბედნიერებას მივანიჭებ, რომ წავიდე, არ დავბრუნდე და ამით სალაპარაკო მივცე მათ, ძალიან ცდებიან" - განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში "სი ტი პარკთან" დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მიეცა. საუბარია, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის - 1 086 718 ლარის გაფლანგვაზე.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ამასთან, მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს, გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობით გუშინ მიმართა და 50 000 ლარის ოდენობით გირაო მოითხოვა. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, უწყება აღკვეთის დამატებითი ღონისძიების სახით პირადობის მოწმობისა და პასპორტის საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარების ვალდებულებას ითხოვს. პროკურატურის ინფორმაციით, უგულავა ქვეყნიდან მიმალვას აპირებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.