რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან ერთად საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებს შეხვდა.
აღნიშნული სააგენტო საფრანგეთის რესპუბლიკის საჯარო ინსტიტუტია, რომელიც რიგი ქვეყნებისთვის, სახელმწიფოებრივად პრიორიტეტული პროექტების ფინანსური მხარდაჭერას უზრუნველყოფს. AFD საქმიანობას 80 ქვეყანაში ახორციელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს. როგორც სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ისინი სიამოვნებით დაუჭერენ მხარს იმ პროექტებს და პროგრამებს, რომლებიც რეგიონულ განვითარებას შეუწყობს ხელს, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური განვითარების, რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარების (წყალმომარაგება, მყარი ნარჩენების მართვა, გზები, ხიდები) მიმართულებით.
შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა რომ, მიმდინარე წლის დეკემბერში თბილისში იგეგმება სამხრეთ კავკასიის მუდმივმოქმედი წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა, რომელიც საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.