დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა უძღვებოდა. სხდომას საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სხდომაზე ედიშერ ჯობავამ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
როგორც guardian.ge-ს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხთან ერთად განიხილეს დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედავითაც ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა, ანუ შემოსულობების გეგმა გაიზარდა 645,6 ათასი ლარით და შეადგინა 10230,8 ათას ლარი.
სხდომაზე ასევე მოისმინეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ანგარიში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რაც გასულ წელს ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით წარმატებით განხორციელდა. სხდომაზე საკრებულოს 2015 წელს გაწეული საქმიანობა ერთხმად შეფასდა დადებითად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.