საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ,,რეპორტიორის “ დარბაზში საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილ იქნა ორგანიზაციის მიერ გაწეული ანგარიში, რის შემდეგაც საპატიო ოქროს მედლით სამი ადამიანი დაჯილდოვდა: „ავერსის“ დირექტორი პაატა კურტანიძე, „ევროპული სკოლის“ დირექტორი ნანა მოსიძე და ხარაგაულის სახალხო ლიტერატურული თეატრის დირექტორი და ამავე ასოციაციის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იზა ვეფხვაძე.
ამის შესახებ guardian.ge-ს ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ხარაგაულის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამფუძნებელსა და სამხატვრო ხელმძღვანელს, ასოციაციის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს იზა ვეფხვაძეს ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობის, ხარაგაულის ლიტერატურულ თეატრში მრავალი მაღალმხატვრული საავტორო სპექტაკლის განხორციელების, ახალგაზრდობის იდეურ-ესთეტიკური აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისა და ასოციაციის საქველმოქმედო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის ოქროს მედალი და სიგელი გადაეცა.
დაჯილდოვების შემდეგ იზა ვეფხვაძემ წარმოადგინა ნაწყვეტი ლიტერატურული სპექტაკლიდან „გალაკტიონის ნატერფალები“ და აგრეთვე ვრცლად ისაუბრა წიგნზე ,,ფარცხნალი-კორიფეთა სამკვიდრო“. იქვე გაჩნდა იდეა, რომ აღნიშნული პექტაკლი მიწვეულ იქნას გორის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ იზა ვეფხვაძე საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის გამგეობის (ხელმძღვანელი კინორეჟისორი გოგი დოლიძე) გადაწყვეტილებით ქართული კულტურის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა დასის საპატიო სიგელით, ასევე ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საერთაშორისო ფონდისა (ხელმძღვანელი ზურაბ ანჯაფარიძე(უმცროსი) და გაზეთ ,,თანადგომის” (გამომცემელი დამსახურებული ეკონომისტი, ანზორ ბაბუხადია) მიერ, ერის ღირსეულ შვილთა სახელობის უკვდავსაყოფად გაწეული ღვაწლისათვის იზა ვეფხვაძე მადლობის სიგელით იქნა დაჯილდოებული.
აღსანიშნავია ის დიდი ღვაწლი და დამსახურება, რაც საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ და მის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაია კვეზერელს მიუძღვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე. ეს კი გამოიხატება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ განხორციელებული ქველმოქმედებით. ზოგადად, აღნიშნული ორგანიზაცის კეთილშობილური საქმიანობა მთელ საქართველოს წვდება და მთავარი ისაა, რომ ეს დიდი საქმე კეთდება სრულიად უანგაროდ იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.